14 ივლ 2026
90-ზე მეტ მზარეულს დღეს ბათუმში სერტიფიკატები გადაეცათ. მათ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ტრენინგი გაიარეს.
სატრენინგო პროგრამა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს და გულისხმობს განთავსებისა და კვებითი ობიექტების მზარეულებისთვის თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს.
ტრენინგის მონაწილეებმა ხორცეულისა და თევზეულის დამუშავების ტექნოლოგიები და კერძების მომზადება შეისწავლეს, ასევე ტრენინგი გულისხმობდა ბოსტნეულის და ცომეულის მომზადების შესწავლას.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ტრენინგების მიზანი აჭარაში კვებითი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და გასტრო ტურიზმის მხარდაჭერაა.