14 ივლ 2026
გონიოში არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით ლეიბორისტულ პარტიაში განცხადება გააკეთეს.
დავით მამალაძე აცხადებს, რომ 2 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მიწა სახელმწიფომ არაბულ კომპანიაზე გაასხვისა, რაც მისივე თქმით დაუშვებელია.
მამალაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ისეთი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს, რომ ქართული მიწები უცხოელებზე საერთოდ არ უნდა სხვისდებოდეს.
საუბარია არაბული დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ის პროექტზე,რომელიც გონიოში, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე ქალაქის გაშენებას გულისხმობს.