14 ივლ 2026
“მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ პრესკონფერენცია გამართა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა.
პოლიტიკური პარტია ყურადღებას კაია კალასის მხრიდან ევროკავშირის წესდების დებულებების, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევაზე ამახვილებს.
ძაგანიას განცხადებით, კალასი იმ ხალხის დისკრიმინაციას ეწევა, რომლებიც არჩევნებზე მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს.
“მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური რეალობაა და საქართველო ისევე საჭიროა დასავლეთისთვის, როგორც საქართველოსთვის დასავლეთი.