გრიპის ვაქცინაციის დანერგვის პარტნიორობის რეგიონული ღონისძიება

14 ივლ 2026

საქართველოში გრიპის ვაქცინაციის დანერგვის პარტნიორობის რეგიონული შეხვედრა მიმდინარეობს.  გახსნით ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი დაესწრო.  

როგორც მიხეილ სარჯველაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამ მიმართულებით, აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია სამინისტროსა და ქართული ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად, ასევე, ქვეყნებს შორის პარტნიორობისთვის. გრიპის, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის (RSV), თუ  სხვა რესპირატორული დაავადებები- ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც სამი დღის განმავლობაში  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ის  დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების წარმომადგენლები, ადგილობრივი ექსპერტები და სხვა მოწვეული სტუმრები სამუშაო შეხვედრებსა და პანელურ დისკუსიებს გამართავენ.

ღონისძიება აშშ-ის მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანი ქვეყნებს ვაქცინაციის პროგრამების გაძლიერება, მომავალი ჯანმრთელობის საფრთხეებისთვის უკეთ მომზადება და უფრო ძლიერი, მდგრადი საზოგადოებების შექმნაა.