სამედიცინო სკრინინგი მუხრანში მცხოვრებლებისთვის

14 ივლ 2026

მუხრანის ამბულატორიულ ცენტრში მოსახლეობისთვის სამედიცინო სკრინინგი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ასამდე მოქალაქემ მიიღო ექიმ-სპეციალისტების კონსულტაცია, ჩატარდა საჭირო სამედიცინო კვლევები.

მედიკოსების განმარტებით მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს დაავადებების ადრეულ გამოვლენას, დროულ დიაგნოსტიკას და მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

პროექტს ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო ჰოლდინგი“ თბილისის „რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან“ ერთად ახორციელებს და მისი მიზანი პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, ქრონიკული დაავადებების პრევენცია და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.