14 ივლ 2026
ქართველ კარატისტებს - მინდია მგელაძესა და დავით მსხალაძეს პროფესიული ლიგის „SENSHI World Cup 2026”-ის „მსოფლიოს თასზე“ მიღწეული წარმატება საქართველოს სპორტის მინისტრმა მოულოცა. ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
პროფესიული ლიგა ძირითადად, კონტაქტური სტილის კარატეს, კიკბოქსინგისა და ტაილანდური კრივის საშეჯიბრო წესებით მოასპარეზე მებრძოლებს აერთიანებს. თითოეულ წონით კატეგორიაში სხვადასხვა საბრძოლო სპორტის სახეობის, მაღალი რეიტინგისა და კვალიფიკაციის რვა მებრძოლი ოლიმპიური სისტემით ასპარეზობდა.
ქართველმა სპორტსმენებმა სამ-სამი შეხვედრა გამართეს და მხოლოდ ფინალური ორთაბრძოლები დათმეს. ტურნირი ბულგარეთში გაიმართა.
სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან ცინცაძე და დათა ფუტკარაძეც ესწრებოდნენ, რომელმაც ტურნირზე ასპარეზობა ტრავმის გამო ვერ შეძლო.