14 ივლ 2026
საირიგაციო სისტემების მდგომარეობა და მუნიციპალიტეტების მიხედვით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო პროექტები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე,რომელიც საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორს, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესა და ადგილობრივებს შორის შედგა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე იმ პროექტებზე იმსჯელეს, რომელთა განხორციელებაც წელსაა დაგეგმილი.
რეგიონში 4500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, მიმდინარე წელს 22 მლნ ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტების დაწყებაა დაგეგმილი.