14 ივლ 2026
ჰაკათონი "ENERGOHACK 2026" დასრულდა. ჟიურიმ საუკეთესო პროექტები გამოავლინა. გამარჯვებულ გუნდს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან საკუთარი იდეის განვითარებისთვის 10,000 ლარიანი გრანტი გადაეცა. ორდღიან ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 60-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღო მონაწილეობდა.
პროექტის მიზანი იყო ენერგეტიკის დარგში არსებული სექტორული პრობლემების მოკვლევა და ინოვაციური, ტექნოლოგიური მიდგომების გამოყენებით მათი გადაჭრის გზების პოვნა.
ჰაკათონის სხვადასხვა ნომინაციაში რჩეულ გუნდებს პროექტის პარტნიორმა კომპანიებმა სპეციალური საჩუქრები გადასცეს.