14 ივლ 2026
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გარემოს ეროვნული სააგენტოსა და წყლის გლობალური პარტნიორობა საქართველოს ოფისის თანამშრომლობით, თბილისში, შავი ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის უეცარი წყალდიდობების ადრეული გაფრთხილების სისტემის მმართველი კომიტეტის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში სამუშაო შეხვედრები და სასწავლო სემინარები გაიმართება, სადაც განხილული იქნება უეცარი წყალდიდობების ადრეული გაფრთხილების სისტემები, მათი მდგრადი განვითარების მიმართულებები და სამომავლო პრიორიტეტები.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული სისტემა მრავალ ქვეყანას ეხმარება ძლიერი ნალექებით გამოწვეული წყალმოვარდნების დროულ შეფასებასა და პროგნოზირებაში.