ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება

13 ივლ 2026

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება, დღეს აბიტურიენტებს გამოცდა ისტორიაში ჰქონდათ. არჩევითი საგნებიდან ისტორიას წელს ყველაზე მეტი, 19 700-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა.

დღესვე პირველ სესიაზე მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის ინგლისური ენისა და იტალიური ენის გამოცდა ჩატარდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გამოცდაზე რეგისტრირებული აპლიკანტების 83%-ზე მეტი მონაწილე გამოცხადდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ. წელს საგამოცდო ცენტრები 12 ქალაქშია გახსნილი.