13 ივლ 2026
არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში რომლის მიზანი უსამართლო და სამარცხვინო ბრალდებებით, სანქციებით და ზეწოლის თუ შანტაჟის სხვა ბერკეტების გამოყენებით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და „დიპ სტეიტის“ მორჩილი აგენტურით მისი ჩანაცვლებაა - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მტავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და მას აბსურდული უწოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპისა და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებები, ასევე სხვა პოლიტიკური ლიდერებისა და ანალიტიკოსების საჯარო გამოსვლები არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებისა და კორპორაციული მმართველობის საფრთხის შესახებ „დიპ სტეიტის“ არსებობისა და მისი გავლენის უტყუარობის შესახებ ყველა კითხვის ნიშანს აქარწყლებს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ განაგრძობს თავად ეუთო საქმიანობას, დარჩება კვლავ ჯო უილსონის დონეზე თუ ამაღლდება უილსონის დონეზე ზემოთ.