13 ივლ 2026
საქართველოს პრემიერ მინისტრი საქართველოსთან დაკავშირებით კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არ აღიარებს ქართველი ხალხის ნებას და უპირისპირდება, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. მთავრობის მეთაურის თქმით, ევრობიუროკრატია აბსურდშია შესული.
შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე განაცხადა, რომ არ სურთ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა და მხარდაჭერას უცხადებენ ქართველ ხალხს.
მისი თქმით, ევროკავშირში იმსჯელეს იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება მოქმედება ისე, რომ ქართველმა ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს.