სტიქია კახეთში - ირაკლი კობახიძის გამოხმაურება

13 ივლ 2026

ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარების, სოფლის მეურნეობის, შინაგან საქმეთა სამინისტროები, სამაშველო სამსახური სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში აქტიურად იყვნენ ჩართული. სწორედ კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო, რომ მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან. რა თქმა უნდა, სამუშაოები ამ მიმართულებით გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება მშენებლობის ნებართვებს, ნამდვილად არასწორად იყო გაცემული, მე ასე მიმაჩნია, თუმცა დანარჩენს, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები დაადგენენ. არასწორად იყო გაცემული ნებართვები რამდენიმე კომერციულ ობიექტზე, რამაც გაამძაფრა ეს პრობლემა. ასეთი მოვლენებისგან მომავალში მაქსიმალურად უნდა იყოს დაზღვეული თითოეული ქალაქი და ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა თელავი მაქსიმალურად იყოს დაცული მომავალში ასეთი ტიპის მოვლენებისგან. შესაბამისი ორგანოები ნახავენ, რამდენად იყო არასწორად გაცემული, თუ იყო არასწორად გაცემული, ვინ არის პასუხისმგებელი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი დადგინდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.