ერთიანი ეროვნული გამოცდები

13 ივლ 2026

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტები გამოცდას ისტორიაში აბარებენ, ამ წუთებში გამოცდის მეორე სესია მიმდინარეობს. პირველ სესიაზე საგამოცდო ცენტრებში 93%-ზე მეტი გამოსაცდელი მივიდა.   

არჩევითი საგნებიდან  ისტორიას წელს ყველაზე მეტი, 19 700-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს. დღესვე პირველ სესიაზე მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის ინგლისური ენისა და იტალიური ენის გამოცდა ჩატარდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით,  გამოცდაზე რეგისტრირებული აპლიკანტების 83%-ზე მეტი მონაწილე გამოცხადდა.  

ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ. 

წელს საგამოცდო ცენტრები 12 ქალაქშია გახსნილი.