საზაფხულო სკოლა ბოტანიკურ ბაღში

13 ივლ 2026

„მწვანე არქივი: მცენარეები - ადამიანი ურთიერთობა დროში“ - საზაფხულო სკოლა გაიხსნა დღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. სეზონური ინტერდისციპლინური საგანმანათლებლო პროგრამა სტუდენტებს ადამიანის და ბუნების ურთიერთობის ისტორიული, ეკოლოგიური და კულტურული ასპექტების სიღრმისეულად  შესწავლის შესაძლებლობას აძლევს.

სკოლა თეორიულ ლექციებთან ერთად პრაქტიკულ მეცადინეობებს და საველე სწავლებებს ითვალისწინებს.

დღეიდან 19 ივლისამდე სტუდენტები გაეცნობიან ბათუმის ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო კოლექციებს, მცენარეთა გენოფონდს, ჰერბარიუმის საქმიანობას, თანამედროვე აგრონომიულ პრაქტიკებს