13 ივლ 2026
პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ამავე კლუბის დაცვის თანამშრომელს. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.