13 ივლ 2026
ბათუმის მე-19 შავი ზღვის 3 დღიანი ფესტივალი დასრულდა. ჯაზ-ფანკის და აფრობიტის ენერგიით გაჯერებული საღამო ბათუმის კორტების სცენაზე თანამედროვე ფანკის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ბენდმა გოსთ ნოუთსმა დახურა.
ბენდმა მსმენელს დინამიკური და იმპროვიზაციით სავსე პროგრამა შესთავაზა. ბენდის მუსიკა ფანკს, ჯაზ-ფანკს, აფრობიტსა და ჰიპ-ჰოპს აერთიანებს, რაც მათ ჟღერადობას გამორჩეულ და მრავალფეროვან ხასიათს სძენს.
ჯაზ ფესტივალი ერთგულ მსმენელებსა და ბათუმს ერთი წლით დაემშვიდობა.
საფესტივალო დღეების მხარდამჭერი აჭარის კულტურის სამინისტრო იყო.