13 ივლ 2026
სტიქიიდან მეორე დღეს თელავში სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოცხალი ძალა ჩაერთვება. პრობლემურ მონაკვეთებზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ქვა-ღორღისგან გაიწმინდა კავკასიონის ქუჩა, სადაც გადაადგილება აქამდე შეუძლებელი იყო. ადიდებული თელავის ხევი კალაპოტს დაუბრუნდა და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება.
წყალდიდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა თელავს, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის კუთხით. ზარალის ზუსტ ოდენობას სპეციალური კომისია დეტალურად აღწერს.
სტიქიის მასშტაბების გათვალისწინებით, მალევე შეიქმნა საგანგებო შტაბიც, რომელიც სტიქიის გამომწვევ მიზეზებს ადგენს და პრევენციულ ღონისძიებებს გეგმავს.