კამერული ანსამბლი „ტრიო თაის“-ის კონცერტი ბათუმში

12 ივლ 2026

კამერული ანსამბლი „ტრიო თაის“-ის კონცერტი ბათუმში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის დარბაზში შედგა. ტრიოს ერთ-ერთი წევრი  წარმატებული ქართველი მევიოლინე ნინი გიორგაძეა, რომელმაც ჯგუფი ამერიკაში მუსიკალურ სასწავლებელში შეძენილ მეგობარ  უცხოელ მუსიკოსებთან ერთად ჩამოაყალიბა.
ფორტეპიანოზე სილა შენთურქი, ხოლო ჩელოზე თომას რედეტი უკრავდა. „ტრიო თაისი“ კონცერტზე  ჰაიდნის,  დებიუსის და ბრამსის ნაწარმოებების პროგრამით წარსდგა.  ტრიოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტებიდან  უკვე უმასპინძლა ქუთაისმა, მსმენელთან  შემდეგი შეხვედრა თბილისში იგეგმება.