შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი

12 ივლ 2026

ყველა ქალბატონმა, ვინც ჯაზ ფესტივალს სტუმრობდა, ეს კომპლიმენტები ნეო სოულის უბადლო არტისტისგან, სცენიდან მოულოდნელად მიიღო. საპასუხო რეაქციებიც შესაბამისად რიტმული და ხალისიანი აღმოჩნდა.
1977 წელს დაწერილი ეს სიმღერა გუშინ, ბათუმის კორტებზე შეკრებილი სოულისა და არემბის მოყვარულებისთვის ერიკ ბენეტმა მისეული ინტერპრეტაციით გააცოცხლა. დღე როგორც სიმღერის სათაურშია, მართლაც მშვენიერი აღმოჩნდა და მსუბუქი პანკის მოყვარულებისთვის - განწყობის მთავარ გენერატორად იქცა.

“რას არ გააკეთებდი სიყვარულისთვის” ? - ეს შეკითხვა 48 წლის წინ დაისვა სიმღერის სათაურშივე და მოულოდნელი აღმოჩნდა ჯაზ ფესტივალის სტუმრებისთვის ის მუსიკალური სინთეზური კოლაბორაცია, რომელიც ექსპრომტად სწორედ ამ სიმღერის ინტერპრეტირებული მელოდიით იხილეს. ბათუმის სცენიდან ფილიპ ლასიტერი და ერიკ ბენე — ორი განსხვავებული, მაგრამ მონათესავე მუსიკალური რითმები ერწყმოდა ერთმანეთს, ეს სასცენო ექსპრომტიც გამორჩეულად საინტერესო აღმოჩნდა მაყურებლისთვის, სიურპრიზი კი - თავად ინსტერნ პრომოუშენისთვის.

ერიკ ბენეს გამოსვლა ბათუმის ჯაზფესტივალზე იყო კლასიკური არენბისა და ნეო-სოულის საღამო — რაც ემოციაზე, ვოკალზე და ცოცხალ შესრულებაზე აგებული უფრო იყო ვიდრე უბრალოდ ჰიტების შესრულება.
გამორჩეული ვოკალით და კლასიკური სოულის თანამედროვე ინტერპრეტაციით ერიკმა აუდიტორიისთვის საყვარელი ჰიტები შეასრულა. კონცერტის ბოლოს კი ქართველ მსმენელს კიდევ ერთხელ გამოუტყდა სიყვარულში და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში კვლავ კონცერტით დაბრუნდება.

ბათუმში სამ დღიანი ჯაზური მუსიკის საღამოები დღეს დასრულდება. კულმინაციურ საღამოს გოსთ ნოუთსი წარუძღვება.