12 ივლ 2026
ნაციონალურ მოძრაობაში, რომელიც 8 ივლისის შემდეგ თავმჯდომარის გარეშეა, ძირეული გარდაქმნა დაანონსდა, თუმცა როდის დაიწყება ეს პროცესი ჯერ უცნობია.
პარტიის ყრილობა ივლისის ბოლოს უნდა ჩატარდეს, სწორედ ამის შემდგე გაირკვევა ვინ იქნება თავმჯდომარეობის კანდიდატი ან გახდება თუ არა ამ პოსტის ადგილმონაცვლე რეფორმატორთა საბჭო, რომლის აღმასრულებელ მდივნადაც მიხეილ სააკაშვილი ნანუკა ჟორჯოლიანს განიხილავს.
პარტიის შიგნით დაძაბულობაა, თუმცა ნაციონალურ მოძრაობის წევრების ნაწილს პარტიის გაძლიერების მოლოდინი მაინც აქვს. მმართველ გუნდში კი რებრენდინგის მცდელობას მორიგ კრახს უწინასწარმეტყველებენ.