ქედაში ქართულ ჭიდაობაში აჭარის პირველობა გაიმართა

12 ივლ 2026

ქედაში ქართულ ჭიდაობაში აჭარის პირველობა გაიმართა.

ჩემპიონატში აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 2006-2008 წლებში დაბადებული მოჭიდავეები ხუთ წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ.

პირველი ადგილის მფლობელები აჭარის ახალგაზრდული ნაკრების წევრები გახდნენ, ისინი საქართველოს პირველობაზე იასპარეზებენ.

შეჯიბრება აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა.