12 ივლ 2026
განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავეს, რომელიც რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა. მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ამჟამად, დაკავებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.