ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში ინფრასტრუქტურული პროექტებს სპორტის მინისტრი გაეცნო

12 ივლ 2026

საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. რეაბილიტირდა სპორტსმენთა საცხოვრებელი კორპუსი   რაც სპორტსმენებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, მაქსიმალურად კომფორტულ და ხელსაყრელ გარემოს ქმნის.
აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სივრცე ძიუდოისტებისთვის. აგრეთვე აშენდა მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომელშიც იქნება საერთო სავარჯიშო სივრცე, ასევე კრივის, ფარიკაობისა და მშვილდოსნობის სპეციალიზებული დარბაზები.
ცენტრის ტერიტორიაზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს სპორტის მინისტრი გაეცნო. შალვა გოგოლაძე ასევე   ცენტრის დირექტორსა და  ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა.