11 ივლ 2026
57 წლის წინ მაილს დევისის მიერ შესრულებული ჯაზ - ფიუჟენის ეს კომპოზიცია, სადაც ტრადიციული ჯაზი შერწყმულია როკის, ელექტრონული ინსტრუმენტებისა და ატმოსფერული ჟღერადობის ელემენტებთან მელომანებისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჯაზ ფესტივალის პირველი დღის ბილეთები შეეძინათ და მშვიდი, მედიტაციური განწყობით, ბოლომდე შეეგრძნოთ დევისისეული იმპროვიზაციის ახლებური ელექტრო პიანოსა და გიტარის კომბინაციით, მისივე ძმისშვილის მიერ შესრულებული ეპოქალური - in a silent way .
Miles Electric Band-ის შემადგენლობა იმ მუსიკოსებს აერთიანებს, რომლებიც თავად უკრავდნენ მაილს დევისთან ან იყვნენ მისი მუსიკის გავლენის ქვეშ. მათ შორის არიან ისეთი ცნობილი არტისტები, როგორიცაა დერილ ჯონსი - როლინგ სტოუნზის ბასისტი. ლენი უაიტი და ვინს უილბურნ ჯუნიორი. ჯაზის მოყვარულებმა კარგად იციან, რომ მაილსის დაკვრის სტილი ყოველთვის გამოირჩეოდა არა ნოტების სიუხვით, არამედ მინიმალიზმით, პაუზების ოსტატურად გამოყენებითა და თითოეული ბგერის განსაკუთრებული ემოციური დატვირთვით. სწორედ ამიტომ , მაილს დევისი დღემდე რჩება არა მხოლოდ ჯაზის, არამედ მსოფლიო მუსიკის ერთ-ერთ უდიდეს ინოვატორად და ამ გზას წლებია, წარმატებით განაგრძობს მისი ოჯახის წევრი, რომლის მუსიკალურმა იმპროვიზაციებმა, მელომანებს დაუვიწყარი ჯაზური საღამო აჩუქა.
ვინსი, რომელიც მაილს დევისის ძმისშვილი და დრამერია, თავადაც უკრავდა მაილს დევისთან 80-იან წლებში და დღეს მისი მუსიკალური მემკვიდრეობის ერთ-ერთი მთავარი გამგრძელებელია. ქართველი მსმენელით აღფრთოვანებულია და იმედოვნებს, რომ ისევ მიეცემა შესაძლებლობა, ბენდთან ერთად, მომავალ წელსაც შეხვდნენ უცვლელ ფესტივალზე, ზღვისპირა ქალაქში მაილსის ქართველ თაყვანისმცემლებს.
დღეს კი ჯაზ ფესტივალის მეორე დღეა , სადაც რომანტიკული ბალადებისა და არენბის რიტმებით გაჯერებული საღამო ელით მელომანებს. ერიკ ბენე გუშინდელ საღამოს პირადად დაესწრო, ესაუბრა კონცერტზე მყოფ მის გულშემატკივრებს და ქართველი მსმენელისა და საქართველოს სიყვარულზე ინტერვიუში ჩვენთანაც ემოციით ისაუბრა.
ხვალ კი ჯაზ ფესტივალს გოსთ ნოუთი დახურავს, ფანკ ჯემ სესიები დასამახსოვრებელი იქნება ჯაზის იმ მოყვარულებისთვის, რომლებიც მომავალ წლამდე თარიღის ჩანიშვნასა და ფესტივალის ორგანიზატორების აფიშას დაელოდებიან.