გამოხმაურება რეპერების მხარდასაჭერი აქციის შემდეგ

10 ივნ 2017

საპროტესტო მსვლელობა და აქცია თბილისსა და ბათუმში. მოქალაქეებმა “ბირჟა მაფიის” მხარდამჭერი აქციები გამართეს. აქციის მონაწილეები, ისევე როგორც თავად ბრალდებულები, დაკავებას, ერთი კვირის წინ გავრცელებულ ვიდეო - კლიპში პოლიციელების გაშარჟებას უკავშირებენ.

ახალგაზრდებს პოლიცია ნარკოტიკების უკანონო შეძენა - შენახვას ედავება, ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ნარკოპოლიტიკის სიმკაცრესა და კანონმდებლობის ლიბერალიზაციის აუცილებლობაზე, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა.