11 ივლ 2026
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის პარტნიორობის გაღრმავებას, რაც ერთობლივი ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერასა და საერთაშორისო აქტივობების ხელშეწყობას გულისხმობს. ამასთან, მემორანდუმის უმთავრეს პრიორიტეტს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, აგრეთვე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება და მათი საგანმანათლებლო, შემეცნებით თუ მოხალისეობრივ პროექტებში აქტიური ჩართვა წარმოადგენს.
მნიშვნელოვანია, რომ პირველი ერთობლივი აქტივობის ფარგლებში, ახალგაზრდობის სააგენტო მომსახურების სააგენტოს პროექტის - „საერთაშორისო ბანაკი ათენში -1“ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. სინქრონი დავით ფაცაცია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი.