11 ივლ 2026
დედის რძის პირველი ბანკი საქართველოში - ბათუმში ახალი პროგრამა ამოქმედდა. დღენაკლული და მაღალი რისკის ახალშობილების უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობისთვის დედის რძის ბანკი გაიხსნა.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დაიწყო ახალი პროგრამის - „მაღალი რისკის ახალშობილთა დედის რძის ბანკით უზრუნველყოფის“ განხორციელება. პროგრამის ფარგლებში, სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი, სადაც ოფიციალურად გაიხსნა და ფუნქციონირება დაიწყო დედის რძის პირველმა ბანკმა საქართველოში.
დედის რძის ბანკის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის წევრები, საქართველოს ჯანდაცვის საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და მედიცინის სფეროს წარმომადგენლები.
პროგრამით ისარგებლებენ მაღალი რისკის ახალშობილები, რომელთა შერჩევა განხორციელდება განსაზღვრული სამედიცინო რისკ-ფაქტორების მიხედვით. ქალის დონორული რძის გაცემა მოხდება ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე, ვაუჩერული სისტემის გამოყენებით.