11 ივლ 2026
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ძებნილი პირი, ბექა ჭულუხაძე, ბრალს არ აღიარებს. მას გამოძიება 2025 წლის 4 ოქტომბერს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება. დაკავებული გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვენილი. ადვოკატი ჯერ არ შეხვედრია, თუმცა, მისთვის ცნობილია დაკავებულის პოზიცია. ცნობისთვის, გასული წლის 4 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის მახლობლად, ტყის მასივში, სპეციალურ სამალავში აღმოაჩინეს გადამალული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით.