11 ივლ 2026
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე UFC-ის მებრძოლ ოთარ თანზილოვს შეხვდა. მინისტრმა ქართველ სპორტსმენს მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა. ოთარ თანზილოვს MMA-ს ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში - UFC-ში დებიუტი წელს ჰქონდა, ქართველი მებრძოლი შეინ კოლინს დაუპირისპირდა და შეხვედრა მსაჯების გადაწყვეტილებით დათმო. სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე და საქართველოს შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი კაბულაშვილი ესწრებოდნენ.