11 ივლ 2026
ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა ტრადიციული, საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ბათუმის მერიის თასი", რომელიც წელს უკვე მეათედ ჩატარდა. ტურნირში 20 ქვეყნის 600-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა. შეჯიბრება 8-12 წლის ასაკის, ასევე A; B და C კატეგორიებში გაიმართა. A კატეგორიაში "ფიდეს" მაღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეები, მათ შორის საერთაშორისო კლასის ოსტატები და დიდოსტატები ასპარეზობდნენ. B და C კატეგორიები კი შერეული იყო. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად ჩატარდა. გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები, რომლებიც შესაბამისი ხარისხის მედლებით, თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. დღეს შეჯიბრება ბლიცში, ე.წ. სწრაფ ჭადრაკში გაიმართება. საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ბათუმის მერიის თასი" ბათუმის საჭადრაკო კლუბ "ნონას" ორგანიზებით ტარდება.