''ოთიას დღეები'' ბათუმის დრამატულ თეატრში გრძელდება

11 ივლ 2026

''ოთიას დღეები'' ბათუმის დრამატულ თეატრში გრძელდება.  სანდრო ახმეტელის დრამატული  თეატრის დასმა   ბათუმელი მაყურებლის წინაშე ოთარ ქათამაძის „ ანე ფრანკის დღიური „ დადგა. რეჟისორი 9 ივლისს  43 წლის გახდებოდა, რის გამოც მის მშობლირ თეატრში ოთარ ქათამაძის დადგმული სპექტაკლების ჩვენება სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. რეჟისორმა ებრაელი გოგონას ცნობილი ისტორია მაყურებლის წინაშე ტრაგიკომედიური ნიუანსებით და საოცარი სიცხადით მიიტანა.  სპექტაკლის დასრულების შემდეგ ოთია  კიდევ ერთხელ გაიხსენეს და  გარდაცვლილი  ახალგაზრდა რეჟისორის ხსოვნას  პატივი მიაგეს. დღეს რეჟისორის პიესის „დაარქვი რაც გინდა“ პრემიერა გაიმართება.