„ციფრული მუზა“ - ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენების  შესახებ თემატური ვორქშოპები

11 ივლ 2026

„ციფრული მუზა“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც  ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენების  შესახებ თემატური ვორქშოპები ჩატარდა.
40 მონაწილე სასწავლო კურსზე გაეცნო AI (ან ხელოვნური ინტელექტის) ტექნოლოგიებს, მათ შესაძლებლობებსა და პრაქტიკულ გამოყენებას შემოქმედებით და პროფესიულ საქმიანობაში. სასწავლო კურსის პირველი ეტაპის დასასრულს მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.
პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხორციელდება, მისი  მიზანია ახალგაზრდებისა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლების ციფრული კომპეტენციების გაძლიერება, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება კულტურისა და შემოქმედებითი  ინდუსტრიების განვითარებაში. ტემატური ვორქშოპები და სემინარები პროექტის შემდეგ ეტაპზეც გაგრძელდება.