საქართველოს თავდაცვის სამინისტროში  დაჭრილი მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს, გაიმართა არაერთი სპორტული შეჯიბრი

11 ივლ 2026

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში  დაჭრილი მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს, გაიმართა არაერთი სპორტული შეჯიბრი.  კვირეულის ფარგლებში, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში მონაწილეობენ. მათ უკვე იასპარეზეს სპორტის სხვადასხვა სახეობაში. გამარჯვებულები თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა შესაბამისი სინჯის მედლებით დააჯილდოვეს. ღონისძიება  დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართა. დაჭრილ მებრძოლთა კვირეულის მიზანია დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა, რესოციალიზაცია და მათი მიღწევების წარმოჩენა.