ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთის მერთან, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრ გია ჭყონიასთან ერთად გაეცნო

11 ივლ 2026

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტები - ქალაქ ქობულეთში, ლესელიძის ქუჩაზე, სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები და საპარკე ინფრასტრუქტურა.
სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ გელაურშიც, სადაც, თანამედროვე სკვერთან ერთად, აშენდება ჩოგბურთის კორტები და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთის მერთან, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრ გია ჭყონიასთან ერთად გაეცნო.