11 ივლ 2026
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს.
ქართულმა მხარემ მონაწილეობა მიიღო პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაში, რომლის ფარგლებშიც წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ესაუბრათ საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დევნილთა უფლებების მხარდამჭერ რეზოლუციებზე ისაუბრა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა. გიორგი კახიანმა მოუწოდა იმ სახელმწიფოებს, რომლებიც აქამდე თავს იკავებდნენ ან წინააღმდეგ აძლევდნენ ხმას აღნიშნულ რეზოლუციას, გადახედონ თავიანთ პოზიციას და მხარი დაუჭირონ მას.