ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლიანი პატიმრობის შეფარდება - შეფასებები

10 ივლ 2026

ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლიანი პატიმრობის შეფარდებას ოპოზიცია აკრიტიკებს. თანაგუნდელის მიმართ გამოტანილ განაჩენს "ლელო- ძლიერი საქართველო" უსამართლოს უწოდებს და მსჯავრდებულს პოლიტიკურ პატიმრად განიხილავს.

განცხადება გაავრცელა შალვა პაპუაშვილმა. „ლიბერალებისა და დემოკრატების ევროპულმა ალიანსმა (ALDE) ან უნდა აიძულოს პარტია "ლელო" გაემიჯნოს ტერორიზმს, ან გარიცხოს "ლელო" საკუთარი რიგებიდან. სხვა შემთხვევაში თავად ALDE გახდება ტერორიზმის მხარდამჭერი გაერთიანება“ - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.