საჯარო ლექცია აჭარის ხელოვნების მუზეუმში

10 ივლ 2026

მაილს დეივისი 100 - თემაზე საჯარო ლექცია ჩატარდა აჭარის ხელოვნების მუზეუმში. ლექცია მუსიკოსის დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა. მაილს დიუი დეივისი III მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნოვატორ მუსიკოსად ითვლება.

მუსიკოსზე, რომელმაც ჯაზის ისტორიაში თავისი კვალი დატოვა, საჯარო ლექცია დღეს ხელოვნების მუზეუმის მთავარმა კურატორმა ლევან წულუკიძემ ჩაატარა.

ლექციის მსვლელობისას მუსიკოსის შემოქმედების ამსახველი ფოტოსლაიდი აჩვენეს. საჯარო ლექციას შავი ზღვის ჯაზფესტივალის ორგანიზატორებიც ესწრებოდნენ.