დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა

10 ივლ 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებს სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა სადაზღვევო სექტორის 2025 წლის ანგარიში და მიმდინარე  წლის 5 თვის შედეგები გააცნო. სხდომაზე, საუბარი შეეხო აღნიშნულ სფეროში არსებულ მიღწევებს, გამოწვევებს და სამომავლო გეგმებს.