10 ივლ 2026
ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ვინც ერთიანობაზე უარს ამბობს, ოპოზიციის სტრატეგიას საბოტაჟს უწყობს.
მის განცხადებაში ვკითხულობთ: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ალტერნატივა. ის, ვინც ერთიანობაზე უარს ამბობს და კიდევ უფრო მეტად ის, ვინც პირდაპირ, ღიად თუ ფარულად ებრძვის ნებისმიერ ერთიანობას, პირდაპირ თუ ირიბად ცდილობს, დაანგრიოს ნებისმიერი გაერთიანება, საბოტაჟს უწყობს სამივე მიმართულებას.
გვარამიას ამ განცხადებას გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში.