ALDE-მ ან უნდა აიძულოს „ლელო“, გაემიჯნოს ტერორიზმს, ან გარიცხოს საკუთარი რიგებიდან, სხვა შემთხვევაში, თავად გახდება ტერორიზმის მხარდამჭერი გაერთიანება - შალვა პაპუაშვილი

10 ივლ 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილის სასამართლო განაჩენს ეხმიანება და წერს, რომ თუ პარტია ALDE არ გაემიჯნება ტერორისზმს თავად გახდება ტერორიზმის მხარდამჭერი გაერთიანება.

"ლიბერალებისა და დემოკრატების ევროპულმა ალიანსმა (ALDE) ან უნდა აიძულოს პარტია "ლელო" გაემიჯნოს ტერორიზმს, ან გარიცხოს "ლელო" საკუთარი რიგებიდან. სხვა შემთხვევაში თავად ALDE გახდება ტერორიზმის მხარდამჭერი გაერთიანება,”- წერს პაპუაშვილი.