10 ივლ 2026
ეროვნულ სასახლეში ლიანა ასათიანის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ალბომის „ლიანა ასათიანი 100“ პრეზენტაცია გაიმართა.
ალბომი ცნობილი მსახიობის ცხოვრებასა და შემოქმედებაზეა და იგი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.
წიგნში თავმოყრილია უნიკალური საარქივო მასალა, პირადი ჩანაწერები, წერილები, ინტერვიუების ფრაგმენტები და აქამდე უცნობი ფოტომასალა.