10 ივლ 2026
„ახალგაზრდები რეგიონული განვითარებისთვის“ - პროექტის ფარგლებში მოსწავლეებისა და სტუდენტების ჩართულობით დებატები გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
დებატების თემა გარემოსდაცვითი თემატიკა იყო. პროექტის მონაწილეები კონკურსის შედეგად შეარჩიეს, შემდეგ კი დებატების ტექნიკასა და საჯარო გამოსვლის დაუფლებაში ტრენინგები ჩაუტარდათ.
ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანი ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების, საჯარო გამოსვლისა და დებატების ხელოვნების გამომუშავებაა.
პროექტი დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტის მიერ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში ხორციელდება.