ერთიანი ეროვნული გამოცდები

10 ივლ 2026

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს მათემატიკის გამოცდით გრძელდება. ამ წუთებში აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდის მეორე სესიაზე არიან, მანამდე კი დილით პირველ სესიაზე გამოსაცდელთა 91 პროცენტი გამოცხადდა.

აბიტურიენტების ნაწილი დღევანდელ ტესტს საშუალო სირთულის მქონედ მიიჩნევს. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ტესტის მეორე ნაწილი საკმაოდ რთული იყო. 

ხულოს საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 46 აბიტურიენტიდან 45 გამოცხადდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება, წელს ქვეყნის მასშტაბით 43 ათასზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.