უმაღლესი საბჭოს წევრები სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

10 ივლ 2026

აჭარის უმაღლეს საბჭოში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლეს. თავდაცვის სამინისტროს, სხვადასხვა რანგის სამხედრო მოსამსახურეები უმაღლესი საბჭოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მათ, დეპუტატებს წვევამდელთა ეროვნული და პროფესიული სამხედრო სამსახურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. გააცნეს ახალგაზრდების სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკი, ვადები, ანაზღაურება, შვებულება, გადავადებისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

კონკრეტულად კი ისაუბრეს იმ ცვლილებებზე, რომელიც შესაბამის კანონში 2025 წელს განხორციელდა. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.