შეხვედრა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან

10 ივლ 2026

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან და ორგანიზაციის ბორდის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.  

შემაჯამებელ შეხვედრაზე ახალგაზრდული ორგანიზაციის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული შეხვედრების შედეგები განიხილეს. 

საუბარი შეეხო ახალგაზრდების   დასაქმების შესაძლებლობებს, ახალგაზრდული სივრცეების განვითარების საჭიროებას და მიგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.