ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ პატარაძეს და ნინო ნიჟარაძეს შეხვდა

10 ივლ 2026

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ, ზურაბ პატარაძესა და ნინო ნიჟარაძესთან ერთად, აჭარაში იმ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც რეგიონის მოსახლეობისთვის, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. მათ შორის იყო ბათუმში თანამედროვე სტანდარტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობის მშენებლობის საკითხი. 

მხარეებმა ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ახალი პედიატრიული განყოფილების მშენებლობაზეც ისაუბრეს.

შეხვედრაზე განიხილეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სხვა პროგრამებიც, ასევე მათი გაფართოების პერსპექტივები.