10 ივლ 2026
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს. ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული აქტიდან შესაბამის დასკვნები იქნება გამოტანილი.
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს. სამწუხაროდ, ასეთი დოკუმენტები ის არა მხოლოდ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, არამედ, ზოგადად, ეუთო-ს მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას ასუსტებს, რაც ძალიან სამწუხაროა. ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა. ძალიან ტრაგიკული მოვლენაა, აქ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.