''ზაფხულის რიტმები'' - კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში

10 ივლ 2026

„ზაფხულის რიტმები'' - ასე ეწოდებოდა კონცერტს, რომელსაც  ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრმა უმასპინძლა.

აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მუსიკალური ცენტრის კაპელა, საოპერო დასოს სოლისტები, აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ხორუმი“, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „არსიანის“ მოსამზადებელი ჯგუფი, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „მწვერვალი“, კლასიკური ბალეტის სკოლა, რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდი და მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სკოლის აკადემიური და ფოლკლორული გუნდები მონაწილეობდნენ.

ღონისძიება მუსიკალური ცენტრის კაპელამ დაასრულა, შესრულდა ასევე  რევაზ ლაღიძის ოპერა „ლელა“, რომელიც ახლადგარდაცვლილი საოპერო სოლისტის ლელა ვაშაყმაძის ხსოვნას მიეძღვნა.

სოლისტს თავადაც უნდა მიეღო მონაწილეობა ღონისძიებაში „ზაფხულის რიტმები“. კონცერტს აჭარის კულტურის მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.