09 ივლ 2026
მადრიდის წმინდა გიორგის ტაძართან არსებული ქართული ცეკვის აკადემია "georgia”-ს სოლო კონცერტი ბათუმში. ემიგრანტმა ბავშვებმა, რომლებმაც ქართული ცეკვა ესპანეთში ისწავლეს - პირველად იცეკვეს საკუთარ მიწა-წყალზე.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ეს კონცერტი არის ხიდი სამშობლოსა და ემიგრაციაში მცხოვრებ ბავშვებს შორის, რომელთა 90% ესპანეთში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა ერთგულად ინარჩუნებენ ქართულ ფესვებს. ანსამბლ GEORGIA-სთან ერთად დღეს სცენა მათმა მეგობარმა ანსამბლებმაც დაიკავეს.
ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით ჩატარდა. ანსამბლი „ჯორჯია“ 9 წლის წინ შექმნა.